|
2016-08-10 16:17:24, 971 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფო შენდება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებულია სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის მოწყობა და პირველი-მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. "რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას სულ რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა საფუძველი და ხედავთ რა აქტიური ტემპებით მიმდინარეობს აქ სამშენებლო პროცესი. უკვე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და პირველი-მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას რეგიონისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. გარდა იმისა, რომ პროექტით ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, საავადმყოფოს მშენებლობა ნამდვილად ისტორიული პროექტია აჭარისთვის. იცით რომ რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.მოსახლეობა ათეული წლებია ითხოვს ამ საავამდყოფოს მშენებლობას და მოხარული ვარ რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო", - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება. ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა. ტერიტორიის ფართობი 22 107 მ2-ია. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)