|
2016-08-09 16:13:16, 819 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ადამიანს დააყვედრო, რომ ის ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობას“ მხარს უჭერდა არასწორია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას, რომ „მმართველ გუნდში იმაზე მეტი „ნაციონალია“, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“, სპეკულაციად აფასებს. „ ადამიანს დააყვედრო, რომ ის ოდესღაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდა არასწორია. არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალების“ პოლიტიკურ ჯგუფში მოიაზრებოდნენ, მაგრამ დღეს რამდენიმე ადგილას ჩვენი მაჟორიტარები არიან. თუმცა, იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ეს ადამიანები არიან, საზოგადოება მათ ენდობა და ხალხს აქვს პოზიტიური განცდა ამ ადამიანებისადმი, რადგან მათ სწორი პოზიცია აირჩიეს. რაოდენობას რაც შეეხება - მიხეილ მაჭავარიანის განცხადება, რომ მმართველ გუნდში იმაზე მეტი „ნაციონალია“, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია - ეს სპეკულაციაა. მადლობა ღმერთს, რომ თუ ვინმე „ნაციონალებთან“ კავშირში იყო და სწორი ნაბიჯი გადადგა, ეს საზოგადოების განვითარებისთვის ურიგო ნაბიჯი არ არის. თუმცა, ბევრნი დარჩნენ ვინც ფიქრობს, რომ „ნაციონალებს“ დღეს ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია, ეს უკვე ძალიან ცუდია. სწორედ ამ პრობლემაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რომ ადამიანებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. ეს პროცესი ნამდვილად აღელვებთ მიხეილ მაჭავარიანსა და მისი გუნდის წევრებს“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ „ახალ თაობასთან“ მიცემულ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარებიდან გაცილებით მეტი იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“დაახლოებული, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)