|
2016-08-09 16:06:59, 727 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: მთავრობის სტრატეგიული არჩევანია, წაიშალოს ზღვარი, რომელიც თაობათა შორის არსებობს
ფინანთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, პროგრამა „ცხოვრება გრძელდება" ჰუმანურად, სოციალურად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული ინიციატივაა. „ცხოვრება მართლაც გრძელდება და პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გუნდში დაიწყო მუშაობა იდეაზე - პენსიონერებსა და იმ კომპანიებს, რომლებშიც შესაძლებელია პენსიონერთა შრომის გამოყენება, მიეცეთ მეტი სტიმული თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ფინანსთა მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, შედარებით ასაკოვანი ადამიანების შესაძლებლობები რეალურად გამოუყენებელია, ახალი პროგრამა კი, მათ საშუალებას აძლევს პენსიასთან ერთად მიიღონ დამატებითი შემოსავალი და სწორი მიმართულებით წარმართონ მათ ხელთ არსებული რესურსი. „ეს არის იმ ერთიანი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ახორციელებს - ადამიანი არის ჩვენი მთავარი ღირებულება, მიუხედავად მისი ასაკისა. შესაბამისად, ყველა პენსიონერი, რომელსაც დღეს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, უნდა ჩაერთოს იმ ფერხულში, რომელსაც ეკონომიკის აღმავლობა ჰქვია. მთავრობის ხედვა და სტრატეგიული არჩევანია, რომ წაიშალოს ზღვარი, რომელიც არსებობს თაობათა შორის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური თვალსაზრისით - ითვალისწინებს ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მათთვის ღირსეული აწმყოს შექმნას, ისე ეკონომიკური კუთხით - მოხდება ადამიანური რესურსისა და მათი ცოდნის სწორი და ეფექტიანი გამოყენება. ნოდარ ხადურის განცხადებით, პროგრამა „ცხოვრება გრძელდება" ეხება ყველა პენსიონერს. „ყველა იმ პენსიონერ ადამიანს, რომელმაც გადააბიჯა საპენსიო ასაკს და აქვს რესურსი, უნარი, გამოცდილება და ენერგია, შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფოს სწორი და ჯანსაღი მიდგომის წყალობით, ჩაერთოს პროგრამაში და გამოიყენოს საკუთარი რესურსები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)