05:15 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 15:59:46, 1876 ნახვა

მსოფლიო
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელის ჩამორთმევით დაიწყეს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ერდოღანის ვიზიტი მიუთითებს ორი ხალხის სურვილზე, აღადგინონ ორმხრივი ურთიერთობა.

მისივე თქმით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ერდოღანს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაურეკა. პუტინის განმარტებით, რუსეთი ყოველთვის გამოდის „ყველანაირი არასაკონსტიტუციო ქმედებების“ წინააღმდეგ.

ცნობისთვის, შეხვედრა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა.

შეხვედრას ასევე, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ეს ერდოღანისა და პუტინის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. წინა შეხვედრა 2015 წლის 16 ნოემბერს ანტალიაში სამიტის ფარგლებში შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics