|
2016-08-09 14:38:21, 978 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე: პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის ბეჭდის ჩუქება, ამომრჩევლის მოსყიდვაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის ოქროს ბეჭდების გადაცემა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვაა. „რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ახლადაქორწინებულთათვის ბეჭდების გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვაა. საარჩევნო კამპანიის დროს, ამომრჩევლისთვის სხვადასხვა ტიპის ფასიანი საჩუქრის გადაცემა, გარდა საარჩევნო ატრიბუტიკისა, არის ამომრჩევლის მოსყიდვა. განსაკუთრებით, როდესაც ოქროს ბეჭედს ეხება საქმე, ეს ერთის მხრივ უხერხულიცაა და ამ თემის პოზიციონირება, რომ პრემიერი ალადაქორწინებულებს ბრილიანტის ბეჭდებს ურიგებს და მეორე, კამპანიის პერიოდშ ეს არის მოსყიდვა და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. ეს ქმედება უნდა დაჯაირმდეს ან ადმინისტრაციულად ან ჩამდენი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, ეს უვკე პროკურატურის შესაფასებელია“, - განუცხადა კახიძემ „ექსპრესნიუსს“. შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)