03:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 13:34:19, 792 ნახვა

პოლიტიკა
საია: გიორგი კვირიკაშვილის ქმედებაში იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი

საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ ბეშუმში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მიერ ახალდაქორწინებულთათვის საჩუქრების გადაცემაში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი იკვეთება.

პავლიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ პრემიერის მიერ საჩუქრის გადაცემა სისხლის სამართლის კოდექსით მიერ გათვალისწინებული დარღვევაა, საქმე სამაართალდაცავებს გადაეცემათ და შემდეგ მომხდარს სწორედ ისინი გამოიძიებენ.

„პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ახალდაქორწინებულთათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტზე, სავარაუდოდ, იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. სისხლის სამართლის კოდექსი და  მოქალაქეთა პოლიტიკური დაცვის შესახებ კანონი არეგულირებს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტს, სადაც საუბარია, რომ პარტიასა და ნებისმიერ პირს  პარტიის სასარგებლოდ ეკრძალება ამომრჩევლისათვის გარკვვეული ფულადი, მატერიალური ან არამატერიალური სიკეთის გადაცემა ან რაიმე მომსახურების შეთავაზება. ამ შემთხვევაში მისჯა სისხლის სამართლისა  და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შორის არის ის, რომ ეს ყოველივე ღირებულების მიხედვით განისაზღვრება. 100 ლარამდე მსგავსი ტიპის ქმედების განხორციელება ჯარიმას ითვალისწინებს. თუ შესაბამისი უწყებების მიერ დადგინდება, რომ ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში პირის ან პარტიის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ქმედება, სავარაუდოდ, ამ ფაქტს შეიცავს. აუდიტის სამსახურმა მომხდარის შესწავლა დაიწყო და საინტერესოა რომელი დარღვევა გამოიკვეთება - ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის. თუ აუდიტის სამსახურმა დააადგინა, რომ პრემიერის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმე გადაეცემათ სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი დაადგენენ ბეშუმში მომხდარი ფაქტი შეიცავდა თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს“, - განაცხადა პავლიაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით,  6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics