07:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 10:49:43, 725 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან  ერთად კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ფარგლებში, მოხდება გზის ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი. საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან - 26 მაისის სახელობის მოედნამდე მიმდინარეობს.

"ინტენსიურად, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 26 მაისის მოედანზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მოედნამდე იგება ასფალტის საფარი.  იგება ასფალტის ორი ფენა, გასწორდება ჭის თავსახურები, დაიხაზება ტერიტორია. ვცდილობთ, ნაკლები დისკომფორტი შეექმნას მძღოლებს და სამუშაოები სწრაფად დასრულდეს", -განაცხადა დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყო და 20 კალენდარულ დღეში დასრულდება. სამუშაოებს  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს "ენ სი სი" აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics