07:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 10:39:46, 778 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად  დიდუბის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირის N181, წერეთლის გამზირის N78, ლუბლიანას ქუჩის N11-სა და ახმეტელის        ქ. N6-ის მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა  და   განხორციელდა  დაზიანებული  ბორდიურების  დემონტაჟი. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები.   სკვერების ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის ღობით, დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები,  დაიდგმება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, ასევე სასმელი წყლის სოკოები.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბის რაიონის გამგეობამ სკვერების  ტერიტორიაზე სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟა.  სკვერებში პატარებისთვის  გასართობი  ზონაც  მოეწყობა. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდება გასართობი საბავშვო ატრაქციონი  სასრიალოებით, კარუსელით და საქანელებით.

გარდა ამისა, დიდუბის რაიონში მიმდინარეობს ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია. ამჟამად მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაციას კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს, ასფალტის საფარის დაგებას კი დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია  2  სექტემბერს  დასრულდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ასევე ლუბლიანას ქ N11-სა და დიღმის მასივის   მე-3კვარტლის 33-ე კორპუსთან. ამ ეტაპზე, ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.

 ჯამში ასფალტის საფარი 2300 კვადრატულ მეტრ ფართობზე  დაიგება.  პროექტის ფარგლებში,  ასევე,  მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics