|
2016-08-08 16:32:30, 677 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია პარტიებს მიმართავს, არ გაუწიონ ორგანიზება საარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წინასაარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ასეთი ქმედება ეკრძალებათ, განცხადებას ავრცელებს. როგორც თამარ ჟვანიას განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ცალკე გამოსაყოფია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტები, რომლებიც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმაციას ეფუძნება. „წარმოგიდგენთ მოსაზრებას იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე, რომელზეც საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები). წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევები, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ ასეთი ქმედება. ამ ეტაპზე ცალკე გამოსაყოფია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტები, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში. აღნიშნულის მიუხედავად, მსგავსი ფაქტების პრევენციისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს შესაძლებლობა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს იმ პირთა ქმედება, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. შესაბამისად, მინდა მივმართო საარჩევნო სუბიექტებს, შესაბამისი თანამდებობის პირებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და ხელი შეუწყონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების სრულფასოვან განხორციელებას“, - ნათქვამია თამარ ჟვანიას განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)