03:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 16:30:47, 779 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ასოცირების შესახებ შეთანხმების ახალი დღის წესრიგის განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში  სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ სამთავრობო და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლებთან/ექსპერტთა ჯგუფთან ასოცირების  შესახებ შეთანხმების  ახალი  დღის წესრიგის განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართა.

მიმდინარე წლის ბოლოს  ამჟამინდელი  ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის  მოქმედების ვადა იწურება. შესაბამისად, 2016 წლის ბოლომდე ახალი ასოცირების  დღის წესრიგის (2017-2019)  შემუშავება იგეგმება.

"ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ  დღეს სამთავრობო  და არასამთავრობო სექტორთან  ერთად განვიხილავთ,  არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით, მომავალი წლების ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი. საქართველოს ხელისუფლების მიერ, 2 წლის განმავლობაში, ასოცირების შეთანხმების  ძალიან მაღალი ხარისხით შესრულების ფონზე, ახლა ჩვენი დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ ევროპულ მხარესთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად განვიხილავთ, იქნება ამბიციური გეგმა მომავალი ევროპული ინტეგრაციის თვალსაზირსით.

ასოცირების დღის წესრიგი განიხილება  ევროპულ ინსტიტუტებთან ერთად, ამ მოლაპარაკებებს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. ჩართულია საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება ამ  თვალსაზრისით. შიდა კოორდინაციის კუთხით, ვაკეთებთ ერთის მხრივ არასამთავრობო სექტორის, მეორეს მხრივ ჩვენი სახელმწიფო  უწყებების კოორდინირებულ შხვედრას, რათა ის პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრულია და რომელსაც ხედავენ მნიშვნელოვნად ჩვენი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ასახული იყოს ჩვენს სამომავლო გეგმებში. ზოგადად ჩვენთვის ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, ძალიან კარგი პრაქტიკაა, ამ კუთხით ლიდერები ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

არის სამი მიმართულება, რა საკითხზეც შედგება სამუშაო ჯგუფები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მოლაპარაკებების  კუთხით ევროპულ მხარესთან. გვექნება რეკომენდაციები  ამ კუთხით არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ერთის მხრივ ეს არის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესრულების მიმართულება, მეორე- სექტორალური მიმართულებები და მესამე კანონის  უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულება. ამ სამ მიმარტთულებაზე იქნება როგორც უწყებრივი ჯგუფები, ისე არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა ჩვენი ერთიანი პრიორიტეტებით, ერთიანი პროექტით წარვდგეთ და ვაჩვენოთ ამბიციები, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროინტეგრაციის თვალსაზრისით",-განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ევროინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

ასოცირების შესახებ შეთანხმების  განხორციელებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობა  წარმატებით თანამშრომლობს   სამოქალაქო  სექტორის  წარმომადგენლებთან.

 ევროპელი პარტნიორებიც  მიესალმებიან ამ მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნავენ, რომ  საქართველო პირველი ქვეყანაა ევროოაკვშირთან  ასოცირების  შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც  არასამთავრობო სრექტორი  აქტიურად ჩართო   შეთანხმების  განხორციელების  დაგეგმვისა და  მონიტორინგის პროცესში.

არასამთავრობო  ორგანიზაციებთან  მჭიდრო  თანამშრომლობის აღნიშნული წარმატებული პრაქტიკა  ასოცირების ახალ  დღის  წესრიგზე  მოლაპარაკებების  პერიოდშიც გრძელდება.

"ჩვენი მთავარი მიზანია, კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც  ვფიქრობთ, რომ უნდა აიღოს საქართველომ როგორც ვალდებულებად ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, მივაწოდოთ შესაბამის უწყებებს,  ვინაიდან ახლა დგება დღის წესრიგის ის ვერსია, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში საქართვლოსთვის შესასრულებლად სავალდებულო იქნება. მნიშვნელოვანია, ასოცირების არა მხოლოდ ხელშეკრულებით, არამედ დღის წესრიგითაც გათვალისწინებული იყოს ის ვალდებულებები და რეფორმები,  რომლებიც რეალურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას ამა თუ იმ  მიმართულებით. რაც შეეხება  ჩვენს მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს, ეს ეხება ერთის მხრივ,  პროკურატურისა და ასევე შსს-ს მიმართულებით  რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რომ პროკურატურაც , შს სამინისტროც გახდნენ უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული ორგანოები, სადაც ცენტრალიზებული არ იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესი. გვექნება რეკომენდაციები  სასამართლო სისტემაში გასატარებელი ცვლილებების მიმართულებით-იქნება ეს მოსამართლეთა რაოდენობის  გაზრდა, თუ სხვა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც სასამართლო  დამოუკიდებლობის მიმართულებით უნდა უზრუნველყოს  სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯები",-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

"ღია საზოგადოება საქართველოსა" და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  მხარდჭერით ჩამოყალიბებულმა  ექსპერტთა ჯგუფმა ასოცირების დღის წესრიგის მათეული ხედვა უკვე  შეიმუშავა და  ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაუზიარა (დოკუმენტი ასევე მიეწოდა ევროპულ მხარესაც).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics