|
2016-08-08 14:40:07, 978 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვთხოვ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ურჩევს, საკუთარ ხელისუფლებას შეახსენოს, თუ რატომ არის შენელებული დასავლეთის სვლა საქართველოსკენ. როგორც უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს არც ერთი არ შეუნელებია სვლა დასავლეთისკენ. "მე ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოსკენ სვლა. საქართველოს არც ერთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუნელებია დასავლეთისკენ სვლა. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა პრობლემებით, ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ამის გამო არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ",-აღნიშნა უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)