|
2016-08-08 12:26:37, 719 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: საქართველოს ნატო-ში სწრაფვა უფრო ურყევი და მტკიცე იქნება
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის მეთიუ ბრაიზას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ შენელებულია. იზორიას თქმით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანაა, თუმცა არ უნდა იყოს მოლოდინი ყოველთვის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული: "ნატო-ში სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანა. ახალი ფორმულაც კი მივაწოდე საზოგადოებას, რომ ნუ იქნება მოლოდინი ყოველთვის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული, არამედ ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი, ჩვენი თვითრეალიზებისა და ეროვნული თვითგამოვლენის ამოცანა, რომ ვიყოთ ინტეგრირებული დასავლურ სამყაროში და ნატო არის ამ სამყაროს ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ ეს სწრაფვა უფრო ურყევი და მტკიცე იქნება",-განაცხადა ლევან იზორიამ.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)