|
2016-08-08 11:38:40, 721 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოსა და USAID/REAP ხელშეწყობით პირველადი აგროწარმოების სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ სტანდარტები დაინერგება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის სახელმწიფო პროგრამების - „დანერგე მომავალი“ და „ქართული ჩაი“ ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში პროგრამა „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარებას. უწყების ინფორმაციით, ასევე წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამა „ქართული ჩაის“ ბენეფიციარებს კი ჩაუტარდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები (მათ შორის ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში). მემორანდუმის ფარგლებში ასევე წარმოებული ნედლეულის ხარისხისა და სანდოობის ამაღლების მიზნით, პროგრამების ბენეფიციარ საწარმოებსა და ინდ. მეწარმეებთან სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ დანერგვა იქნება შესაძლებელი. მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და UUSAID/REAP-ის დირექტორმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა მოაწერეს. შეთანხმების მიზანია გაშენებული ბაღებისა და რეაბილიტირებული ჩაის ნაკვეთების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია რომ ბენეფიციარები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ ბაღების გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას. ბენეფიციარებს სრულად 100%-ით დაუფინანსდებათ პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარების ხარჯები. USAID/REAP ასევე სასერტიფიკატო პროგრამის „GLOBAL GAP-ის“ დანერგვის მომსახურების ჯამური ღირებულების 50%-ით თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო დარჩენილი 50%-ს გადახდა მოხდება ბენეფიციარების მიერ. დახმარებას მიიღებს პროგრამა „დანერგე მომავალში“ ჩართული 234 ბენეფიციარი და პროგრამა ქართულ ჩაიში“ ჩართული 7 ბენეფიციარი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)