|
2016-08-08 11:02:32, 2235 ნახვა
კომენტარი
მაისაია: აგვისტოს ომი სააკაშვილის, კოკოითისა და პუტინის ინტერესებში შედიოდა
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია, 8 წლის შემდეგ, საქართველო რუსეთის ომს აფასებს და აცხადებს, რომ 2008 წელს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელები არაკომპეტენტურები იყვნენ და უამრავი შეცდომა დაუშვეს. როგორც მაისაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ომი, ფაქტიურად, 7 საათში დაამთავრდა, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი. „8 აგვისტოს შემდეგ, ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. ის კი არა, 8 წლის წინ ჩვენი ქვეყანა სრულმასშტაბიან ოკუპაციასა და რუსულ რელსებზე გადაყვანას გადაურჩა. 2008 წელს წელს კრემლში თბილისის ოკუპაციის გეგმა იყო შემუშავებული. თუმცა, დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, კრემლმა ამ გეგმის განხორციელებაზე უარი თქვა. მაშინდელი საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელები აბსოლუტურად უვიცები და არაკომპეტენტურები იყვნენ და რეალურად, ამ ომში საქართველოს დამარცხება სწორედ მათ კისერზეა. აგვისტოს ომი, ფაქტობრივად, 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 7 აგვისტოს საღამოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული მზადყოფნა ბრძანა და განაცხადა, რომ სოხუმში კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღდგენილიყო. სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაკავებას აპირებდა. მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბაშვილი და ზურაბ ადეიშვილი - სწორედ ეს 5 ადამიანი წყვეტდა ყველაფერს და ცხინვალის დაკავებაც მათ გადაწყიტეს. ამ ადამიანებს სურდათ, ე.წ. კვიპროსის ვარიანტი შეექმნათ. მათ სურდათ ორხელისუფლებიანობის ეფექტი ყოფილიყო და ამის გამო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ის ტერიტორიებიც შეიყვანეს, რაც მანამდე სხვა ერთეულს ეკუთვნოდა. ჩრდილოეთ ოსეთი იქნებოდა სეპარატისტული რეჟიმი კოკოითის ხელმძღვანელობით. ზოგადად, ამ ომის გაჩაღებით დაინტერესებული იყო სეპარატისტული რეჟიმი, კოკითის მეთაურობით. ვინაიდან მისი საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა და გამარჯვების შანსი არ ქონდა. გარდა ამისა, ფულის გაფლანგვის ბრალდებით მის წინააღმდეგ საქმე იყო აღზრულია. ფაქტია, რომ აგვისტოს ოომი ორივე მხარის ავანტიურული გეგმების თანხვედრა, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ იმჟამინდელი ხელისუფლების ინტერესი იყო ომის დაწყება. ამის დადასტურებაა ის, რომ მტავრობა აცხადება, რომ 1 იანვარს ცხინვალში შეხვდებოდა და ამავდროულად, ქვეყნის გამალებული მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. სამი ავტორიტარული რეჟიმის მმართველის პუტინის, სააკაშვილისა და კოკოითის ინტერესებშ იყო ეს ომი. იმას რასაც ზურაბ ჟვანიამ და სალომე ზურაბიშვილმა მიაღწიეს და 2005 წელს რუსების ბაზები საქართველოდან გაიყვანეს და სამხრეთ კავკასიაში რუსების გავლენა შესუსტდა, 2008 წელს ყველაფერი წყალში ჩაიყარა და რუსეთმა ორმაგად გააძლიერა გავლენის სფეროები. გარდა ამისა, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ჯარი ტექნიკის მხრითაც გაძლიერდა“, - განაცხადა მაისაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)