|
2016-08-08 09:39:44, 778 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: არ შეიძლება აგვისტოს ომი დაუსჯელი დარჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი
„არ შეიძლება ასეთი ტიპის დანაშაული, რაც 8 წლის წინ მოხდა საქართველოში,ეთნიკური წმენდა, დაუსჯელი დარჩეს“,-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა. ხიდაშელი ფიქრობს, რომ აგვისტოს ომის მნიშვნელობა გაცილებით დიდი და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს. „არ შეიძლება ასეთი ტიპის დანაშაული, რაც 8 წლის წინ მოხდა საქართველოში, ეთნიკური წმენდა, ყველა პარამეტრით საერთაშორისო ომის დანაშაულების მთელი კასკადი იყო, რჩებოდეს დაუსჯელი, იმის მიუხედავად, დიდია ქვეყანა თუ პატარა და მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ, სუპერსახელმწიფოზე გვაქვს საუბარი, დაუსჯელი დარჩეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ 8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს. დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად 8 აგვისტოს გამო და არამხოლოდ, სამწუხაროდ ესეთი დღეები ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრია, მაგრამ 8 აგვისტოს გამოც უარს ვეტყვით ერთხელ და სამუდამოდ ოკუპაციას იქ სადაც შეგვიძლია, იქ სადაც შეგვიძლია ამაზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა. ყველაზე მარტივი არის საარჩევნო ყუთები, სადაც შეგვიძლია არა ვუთხრათ ოკუპაციას და იმ ძალებს, ვინც დღესაც ბედავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავაბრაზეთ რუსეთი, თორემ არაფერი მოხდებოდა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)