8 აგვისტოს, 09:00 საათზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თინათინ ხიდაშელი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
8 აგვისტოს, 09:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან, სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა და სამგორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები საპროტესტო აქციას გამართავენ.
8 აგვისტოს, 09:30 საათზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები, 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საფლავებს გვირგვინით შეამკობენ.
8 აგვისტოს, 10:00 საათზე, პოლიტიკური ბლოკის "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის" ლიდერები პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტორ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო.
8 აგვისტოს, 10:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს.
8 აგვისტოს, 11:30 საათზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები, პარლამენტის სახელით გვირგვინით შეამკობენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
8 აგვისტოს, 12:00 საათზე სოფელ შინდისში თინათინ ხიდაშელი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
8 აგვისტოს, 12:10 საათზე, ქალაქ გორში მემორიალს (სვეტი) თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები გვირგვინით შეამკობენ.
8 აგვისტოს, 12:20 საათზე, ქალაქ გორში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები, მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობენ.
8 აგვისტოს, 12:30 საათზე, ქალაქ გორში დისლოცირებულ მეხუთე ქვეითი ბრიგადაში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები, მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობენ და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართავენ.
8 აგვისტოს, 14:00 საათზე, "დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" კინოს სახლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან