|
2016-08-07 15:12:49, 779 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მას "ქსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის შედეგად, კონფლიქტის ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება. პრაქტიკად იქცა საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ნიშნებით გამაგრება. ამ დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და უკანონო დაკავებები. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას მაშინ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლია. ამის ნათელი დასტურია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილებისა და კერძო საკუთრების უფლებების შელახვა, რაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის რისკს ქმნის ოკუპირებულ რეგიონებში. ამასთან, მოსკოვმა დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში მათი ინტეგრაციის გზით, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. საქართველო მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურ ჩართულობას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესს და მზადაა, საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გახსნილი შესაძლებლობები გაუზიაროს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას. რეგიონების ოკუპაციისა და უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების პირობებში, საქართველომ მოახერხა წარმატებისთვის მიეღწია დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რის წყალობითაც ის განუხრელად მიუყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ქართული მხარე მადლიერებას გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მიმართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდირებისკენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების აღმოფხვრისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით",-ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)