02:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 17:36:06, 993 ნახვა

პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა: დასავლეთმა რუსეთს გაუგზავნა მესიჯი, რომ მას საქართველოში შეჭრა ეპატიებოდა

2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომი ტრანს-ატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს აპატია, რამაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია“, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

 „გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომის შედეგები უარყოფითია, ტრანს-ატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა და რომ რუსეთს პასუხის გება არ მოუწევდა. სწორედ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სათანადო პასუხის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში. ასეთია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი“, - განაცხადა ბრაიზამ.

როგორც მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, აგვისტოს ომში რუსეთისადმი საქართველოს მტკიცე სამხედრო პასუხმა პუტინს სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და მტკიცე რეფორმისკენ უბიძგა.

„ვფიქრობ დასავლეთის არასათანადო რეაქციასთან ერთად რუსეთის გაძლიერება აგვისტოს ომში საქართველოს სამხედრო პასუხმა გამოიწვია. დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ჯარმა სერიოზული ზარალი განიცადა, რამაც შემდგომში პუტინს რუსეთის სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და სისტემური რეფორმისკენ, ასევე საბრძოლო შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა“, - აღნიშნა ბრაიზამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics