|
2016-08-06 15:14:40, 822 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: „რესპუბლიკელების“ ემოციური პოლიტიკური გამოხტომები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენ დავშორდით
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „რესპუბლიკური“ პარტიის მიერ თავდაცვის მინისტრზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უშიშროება ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა და ქვეყანაში არსებული სტაბილურობა სწორედ ამ სამსახურის დამსახურებაა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას სესიაშვილმა აღნიშნა, ლევან იზორია 2012 წელს კენჭს იყრიდა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად და ის პირველ რიგში, პოლიტიკოსია. მისივე თქმით, ის ისურვებდა, რომ ყველგან ლევანისნაირი წარმატებული კადრი დაინიშნოს. „პირველ რიგში, ის ემოციური პოლიტიკური გამოხტომა, რითაც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავი დაგვამახსოვრა, ვფიქრობ, რომ არაეთიკური და არასწორი იყო. იმიტომ, რომ შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკურად კიარ უნდა წამოაძახო რაღაცები, არამედ პირველ რიგში, გვერდში უნდა დაუდგე. თუმცა, თინა ხიდაშელმა, ჩემდა სამწუხაროდ, ერთი დღეც ვერ მოითმინა და არა ლევან იზორიაზე, არამედ თავდაცვის მინისტრზე განახორციელა თავდასხმა. ამით, ხიდაშელმა ჯარისკაცებისა და ოფიცრების თვალში მინისტრს ტალახი ესროლა. სამწუხაროდ, ეს „რესპუბლიკელებს“ ახასიათებთ. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ესაა, რის გამოც ჩვენი და „რესპუბლიკელების“ გაყრა მოხდა. რაც ხიდაშელის შეფასებასს, რომ იზორია სუს-ის კადრია - ვიტყვი, რომ ქვეყანაში უშიშროების სამსახური ერთ-ერთი გამორჩეული უწყება. ძალიან ბევრ ადამიანს ეამაყება, რომ იქ მუშაობს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, ჩამოდიან ტურისტები, შემოდის ინვესტიცია და ბევრს ავიწყდება, რომ ეს ყოველივე სწორედ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ეფექტური მუშოაბის შედეგია. უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ასეთ კარგ კადრებს ზრდიან. ლევან იზორია კი, პირველ რიგში, პოლიტიკოსია. ქალბატონ თინა ხიდაშელს შევახსენებ, რომ 2012 წლის არჩევნებში ლევან იზორია მაჟორიტაულ ოლქში იყრიდა კენჭს და ის პოლიტიკოსი იყო. ასევე შევახსენებ ქალბატონ თინას, რომ იზორია ჩვენი მთავრობის ის ინტელექტუალური ძალაა, რომლის სახელსაც ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირებდა. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაყოფის რეფორმა, უშიშროების სამსახურში განხორციელებული რეფორმები და ამით ჩვენ ყველა ვამაყობთ და ამით თავად „რესპუბლიკელებიც“ ამაყობენ. მე ვისურვებდი, რომ სხვაგანაც ლევანისნაირი წარმატებული კადრები დაინიშნონ“, - განაცხადა სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკელები“ თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას ხელისუფლების სისტემურ შეცდომად თვლიან და ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკოსი და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)