|
2016-08-06 14:01:20, 876 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მთაში მოსახლეობის დამაგრება ჩვენთვის მთავარი საზრუნავია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ”მინდა, ქედი მოვიხარო მუჰამედ ირემაძის და მისი ანსამბლის, ყველა იმ მოხუცის წინაშე, რომლებიც ამ ურთულეს პირობებში, ბეშუმში ქართულ კულტურას და ადათ-წესებს ინარჩუნებენ. ვისურვებდი, ეს შემართება, ეს განსაკუთრებული სიყვარული, განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც თქვენ, მთიან აჭარას გაქვთ, შენარჩუნებულიყოს, გაძლიერებულიყოს. თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითი. ამიტომ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გილოცავთ დღევანდელ დღეს, შუამთობას - შრომის, სიყვარულის, ერთობის დღესასწაულს. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”, - განაცხადა პრემიერმა. კვირიკაშვილის თქმით, მთაში მოსახლეობის დამაგრება ხელისფულების მთავარი საზრუნავია. "მნიშნველოვანია, რომ ეს უნიკალური ადათ-წესები შენარჩუნდეს და ჩვენ მომავალ თაობას გადაეცეს. ძალიან მახარებს ამდენი ახალგაზრდის მონაწილეობა ამ დღესასწაულში. მინდა, აღვნიშნო ის პროექტები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ რეგიონის გაძლიერებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა, წყლის რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე სრულად დასრულდება და ყველა ოჯახს ექნება აუცილებლად წყლით მომარაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებმა იგრძნონ ზრუნვა და ყურადღება ჩვენგან",-აღნიშან პრემიერმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა მთის კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სექტემბრიდან პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს სპეციალური, განსაკუთრებული დანამატები ექნებათ, რათა ხელისუფლების ყურადღება იგრძნონ. "ეს არის ის მცირედი, რაც შეგვიძლია, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენთვის მთიანი ტურიზმის, ეკოტურიზმის განვითარება, ის, რომ აქ ყველა ოჯახს, მცირე სასტუმროს ჰქონდეს შემოსავალი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა თქვენთაგანის ოჯახში, ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი იქნება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)