02:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 14:07:29, 766 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: საგანმანათლებლო სისტემაში და არა მარტო იქ, „ოდეერები“ ახლაც არიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი ქვეყანაში კანონითაა განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელი არც ერთ უწყებაში არ უნდა იყოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოდეერები“ არ არსებობენ და უწყებებში, უბრალოდ, სუს-ის წარმოამდგენლები არიან. 

ბერძენიშვილის თქმით, არ შეიძლება თავდაცვის მიისტრად „პაგონიანი“ ადამიანი დაინიშნოს.

„სუს-ის მუშაკი, რომელიც არის რომელიმე უმაღლეს სასწავლებებში ან რომელიმე სამსახურში იმ უწყების ბიუჯეტზე, ის არის და იქნება „ოდეერი“. ახლა შეიძლება, ამ ადამიანს პიონერი დაარქვან - ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვთქვი, რომ თინათინ ხიდაშელმა „ოდეერები“ არ შეუშვა სამინისტროში და მინისტრად „ოდეერების“ უფროსი მოვიდა, ესაა პრობლემა და არა ის, რომ იგი „ოდეერის“ და საბჭოთა კავშირის “KGB”-ეს მემკვიდრეა. ეს სამსახური სულ სხვა საქმეებს უნდა მომსახურებოდა და „ოდეერის“ წარმოამდგენელი არ უნდა წასულიყო კულტურის სამინისტროში, უმაღლეს სასწავლებელში და მით უმეტეს, თავდაცვის სამინისტროში - ეს სისტემური შეცდომაა. თავდაცვის მინისტრად „პაგონიანი“ ტიპი არ უნდა დანიშნულიყო, ეს თანამდებობა პოლიტიკოსს უნდა დაეკავებინა. იზორია ამბობს პოლიტიკოსი ვარო და სუს-ი და პოლიტიკა ერთი და იგივე არ არის. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან სუს-ის დიდი გამოცდილება მაქვს და ასეთი შეფასებები ჩემგან ნურავის გაუკვირდება. სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ადგილი ქვეყანაში კანონითაა განსაზღვრული, სადაც მათ არსად არავითარი თანამშრომლები არ უნდა ყავდეთ. ის განცახადებები, რომ სუს-ის წარმოამდგენლები არ არიან თუნდაც საგანმანათლებლო სისტემაში - სიმართლეს არ შეესაბამება. იგივე უნივერსიტეტში ახლახანს ამასთან დაკავშირებით სკანდალი იყო ატეხილი. რას ნიშნავს არ არიან -დიახაც, არიან. რას იტყვის უმრავლესობის ლიდერი ამ თემაზე რა მნიშვნელობა აქვს. ერთი რასაც იტყვის იქ, ყველა თუთიყუშივით იმას გაიმეორებს. რაც თქვა იზორიამ იმასვე იტყვის ვოლსკიც, კვაჭანტირაძეც და ა.შ. მათ პარტიაში წესია ასეთი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, „ოდეერები“ არ არსებობენ და უწყებებში, უბრალოდ, სუს-ის წარმოამდგენლები არიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics