|
2016-08-06 12:52:24, 831 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: „ოდეერების“ ინსტიტუტი, რომელსაც ყველა უწყებაში ყავდა წარმომადგენელი, წარსულს ჩაბარდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურების აბუჩად აგდება ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ვოლსკიმ განაცხადა, არსებობს სფეროები, სადაც უწყებასთან შეთანხმებით, წარმოდგენილი უნდა იყოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალი დონის ოფიცერი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ან მტრის ხელში ჩავარდნის პრევენციას მოახდენს. „ოდეერი არის ძველი ტერმინოლოგია, ალბათ, სათქმელადაა ადვილი. გარკვეულ უწყებებში, ამ უწყებების ხელმძღვანელობებთან შეთანხმებით არსებობს უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც ვალდებულია, პასუხსიმგებლობა აიღოს საიდუმდლო დოკუმენტაციის უსაფრთხოებაზე, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე და სხვადასხვა თემებზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ოდეერების ინსტიტუტი როგორც ასეთი, რომლის წარმოამდგენელი ყველა უწყებაში უნდა ყოფილიყო, ეს საკითხი უკვე წარსულს ჩაბარდა. არის უწყებები, სადაც არაა საჭირო იქ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იყოს. თუმცა, გარე უსაფრთხოების საკითხი აუცილებლად დასაცავია. უწყების ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს და ოფიციალურად უნდა გააფრომოს ხელშეკრულება უსაფრთოების ოფიცერთან, რომელსაც შეხება აქვს საიდუმლო დოკუმენტაციასთან, ამ დოკუმენტაციის უსაფრთხოებასთან და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის ან მტრის ხელში ჩავარდნის პრევენციასთან. რაც მთავარია, ეს პიროვნება ოფიციალურად ცნობილი უნდა იყოს. ეს ოდეერის დახატული სურათი, რომელიც თითქოს არიან ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოებასთან არადაკავშირებულ ინფორმაციების გამტან-გამომტანები არიან, ეს თემა წარსულ ჩაბარდა. საერთოდ, უსაფრთხოების სამსახურების აბუჩად აგდება, სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება. მე როგორც საქართველოს მოქალაქე და არა როგორც პარლამენტის წევრი, ვფიქრობ, რომ მართებულია გარკვეულ უწყებებში, უწყებებთან შეთანხმებით, მაღალი დონის უსაფრთხოების ოფიცერი იყოს“, - განაცხადა ვოლსკიმ. უმრავლესობის ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ აშშ-ში დიდ კომპანიებში, კომპანიასთან შეთანხმებით FBI-ის ოფიცრები არიან წარმოდგენილნი. „მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატების დიდ კომპანიებში, შეთანხმებით არიან FBI-ის ოფიცრები, რომლებიც შესაბამის სფეროებს პროფესიონალურ ზედამხედველობას უწევენ“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსნებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, „ოდეერები“ არ არსებობენ და უწყებებში, უბრალოდ, სუს-ის წარმოამდგენლები არიან.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)