|
2016-08-06 10:31:12, 1348 ნახვა
ეკონომიკა
დანი როდრიკმა ქართული ეკონომიკის განვითარების ფორუმის შედეგები შეაჯამა
ქართული ეკონომიკის განვითარების ორდღიანი ფორუმის შედეგები ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დანი როდრიკმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში შეაჯამა. მისი თქმით, იყო დრო, როდესაც ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს წინა ხელისუფლება, ეკონომიკურ რეფორმებს, ძირითადად, უყურებდა, როგორც ეკონომიკის ლიბერალიზაციას და სტაბილიზაციას. დანი როდრიკის შეფასებით, ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და მოლოდინი იმისა, რომ ინდუსტრია თავისით განვითარდებოდა. „საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ გამეცა რეკომენდაციები, გამემართა დისკუსია ეკონომიკური და სტრუქტურული ტრანსფორმაციის შესახებ. გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია ეკონომიკის გლობალურ გამოწვევებზე, ასევე იმაზე, რა გამოწვევების წინაშეც ქართული ეკონომიკა დგას. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ექსპორტზე, საქართველოს ეკონომიკაზე, განვიხილეთ, რა დაბრკოლებებს აწყდება საქართველოს მთავრობა და როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ სპეციფიკური რეკომენდაციები მთავრობისთვის, ჩვენ ვისაუბრეთ ახალი ეკონომიკური შინაგანაწესის შესახებ და განვიხილეთ, როგორ იმართება ინდუსტრიული ეკონომიკა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ფიქრობს და აანალიზებს, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს. „მოხარული ვარ, რომ მთავრობა, პრაქტიკულად, ნერგავს საუკეთესო გამოცდილებას ეკონომიკის შინაგანაწესის შეცვლის პროცესში“, - აღნიშნა დანი როდრიკმა.
(NS)
გერმანიამ უკრაინული რაკეტების შესყიდვის განხილვა დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იეისკში ნავთობტერმინალზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინამ სამარის რეგიონში ოზონის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)