|
2016-08-05 19:37:34, 698 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უწყების შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუხაძის ქუჩის მცხოვრებლები არ ფლობენ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, სადაც თბილისში, მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლები ითხოვდნენ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო ქონების დაკანონებას და შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფას, განვმარტავთ, რომ ხსენებულ მისამართზე მცხოვრებიპირები არ ფლობენ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დააკმაყოფილოს აქციის წევრების მოთხოვნები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არსებულ საკითხთან დაკავშირებით აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლებს შორის დანიშნული იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების არგამოცხადების გამო ჩაიშალა. გაცნობებთ, რომ წლების განმავლობაში,საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი რიგი უძრავი ქონება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშედაკავებული აქვთ სხვადასხვა ფიზიკურპირებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროაქტიურად მუშაობს სხვადასხვა სტრუქტურებთან შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და სისტემურად დამუშავების კუთხით. ასევე გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, არ მოახდინონ ასეთი საკითხებით სპეკულირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“,-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)