|
2016-08-05 16:59:09, 812 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მრავალპარტიულობის მომხრე მარტო ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა ვიყოთ
"მრავალპარტიულობის მომხრე მარტო ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა ვიყოთ და ეს რეალურ ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. უსუფაშვილმა შეკითხვას-შეესაბამება თუ არა სიმართლეს თინა ხიდაშელისა და ლევან ბერძენიშვილის განცხადებები, რომ პრემიერის გამოსვლებში ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს, ასე უპასუხა: "ხარაგაულის ინციდენტზე როცა ვსაუბროდით, ეს განცხადებები უფრო ამ მოვლენას ეხებოდა. სახელმწიფო სისტემაში სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მიჩნეულია არასასურველ მოვლენად და გსურს ყველაფერზე ტოტალური კონტროლის დამყარება. ვეუბნები პარტნიორებს „ქართულ ოცნებაში“, ნუ ეწყინებათ, თუ რაღაც საკითხებში ჩვენ მკვეთრი და მკაფიო შეფასებები გვექნება. იმიტომ, რომ ბევრმა ასეთმა შეცდომამ ქვეყანა ცუდ შედეგამდე მიიყვანა. ჩვენ მრავალპარტიულობის მომხრე მარტო ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა ვიყოთ და ეს რეალურ ცხოვრებაში უნდა განვახორციელოთ",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)