|
2016-08-05 15:37:36, 1325 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თამბაქოს ტარიფზე დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროსთვის არ შემოუთავაზებია
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თამბაქოს ტარიფის კონტროლის პოლიტიკასა და აქციზის ზრდის საკითხზე მუშაობს. როგორც საინფორმაციო სააგენტო BPI-სთან საუბრისას დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ერთგვარ რეკომენდაციებს შეიცავს თამბაქოს ტარიფთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა. ამასთან დაკავშირებით CBW-იმ კითხვებით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომელიც განმარტავს, რომ მსგავსი დოკუმენტი სამინისტროს მიღებული არ აქვს. - როგორც ცნობილია, შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს თამბაქოს ტარიფის კონტროლის და მასზე აქციზის ზრდის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს კომპეტენცია, რომ შეიმუშაონ თამბაქოს ტარიფზე ფისკალური პოლიტიკა? - ჩვენთვის ჯერ არ შემოუთავაზებიათ თამბაქოს ტარიფის კონტროლის და მასზე აქციზის ზრდის ვარიანტები. თუ იქნება ასეთი შემოთავაზება, ფინანსთა სამინისტრო განიხილავს ამ საკითხს. - იგეგმება, თუ არა ახლო მომავალში თამბაქოზე აქციზის ზრდა? - თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას. - საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფონზე, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ თამბაქოზე აქციზის ზრდა, მასზე რეგულაციების დაწესება. აისახება თუ არა ეს სახელმწიფოს ბიუჯეტზე და როგორ? - თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას. (NS)
გერმანიამ უკრაინული რაკეტების შესყიდვის განხილვა დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა იეისკში ნავთობტერმინალზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინამ სამარის რეგიონში ოზონის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნები დაბომბა
ჯონსი ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან არ არის აფილირებული ივანიშვილის სტრატეგიულ კურსთან - პროფესორები ჰარვარდში ქართველოლოგიის დახურვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი -კრივოი როგში მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას და ადამიანების ძებნას
რუსეთმა კიევსა და ზაპოროჟიეში საწყობები დაბომბა, ოდესის რეგიონში რკინიგზის სადგური დააზიანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)