05:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 15:17:36, 662 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში საზოგადოებრივ ცენტრს ბიბლიოთეკა და საკონფერენციო დარბაზი დაემატება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თეა წულუკიანი 5 აგვისტოს ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ფოკის მოსახლეობას პირველად მიეცემა საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით  და ვიდეოკონფერენციის აპარატურით.

 ადგილობრივები ისარგებლებენ როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნებით, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც. 

რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს,  აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

ბიბლიოთეკისა და საკონფერენციო დარბაზის მშენებლობას მიმდინარე წლის ივნისიდან ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკის პერსონალი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის − „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ − ფარგლებში გადამზადებულია თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისების გაცემისა და საბაზისო კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების კუთხით.

ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შარშან ივლისში მიიღო, როცა იგი ფოკელ ახალგაზრდებსა და საკუთარ თანამშრომლებთან  ერთად  ზემო სვანეთში იმყოფებოდა.

 „ეთნიკურად სომეხ საქართველოს ამ ახალგაზრდა მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლის საოცარი მისწრაფება აქვთ, რაც მათი ნიჭის და ქართულის მასწავლებლის, ქალბატონი კლარა ფოცხვერაშვილის დამსახურებაა.

 ამიტომაც ჩვენ ამ ბავშვებს დავპირდით, რომ ამ მისწრაფების რეალობად ქცევისათვის ისეთსავე ინფრასტრუქტურას მოვუწყობდით, როგორიც უკვე შევიტანეთ 30-მდე ქართულ სოფელში ბოლო ოთხის წლის განმავლობაში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics