|
2016-08-05 15:05:55, 857 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ხარაგაულის ინციდენტი ჩემთვის არ დასრულებულა
ხარაგაულის ინციდენტი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ წარუმატებლად დასრულდა, ჩემთვის არ დასრულებულა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „ოცნებას“ აქვს დამოკიდებულება - „შენ აღარ ხარ ჩვენი გუნდის წევრი და რატომ უნდა იყო ხელმძღვანელი?“ „ჩვენ ვართ კონკურენციაში „ქართულ ოცნებასთან“, მათაც დაინახეს, რომ კონკურენციაში არიან„რესპუბლიკურ პარტიასთან“. პარტიული კონკურენცია, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩვენს საქმიანობასთან არ უნდა აგვერიოს. ხარაგაულის ინციდენტი, რომელიც „ოცნებისთვის“ წარუმატებლად დასრულდა, ჩემთვის არ დასრულებულა. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მაშფოთებს „ოცნების“ ყველგან და ყველაფრის გაკონტროლების სურვილი და მეორე მხრივ, თვითმართველობის ორგანოებში სხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მიუღებლობა, თან იმ შემთხვევაში, როდესაც ვერც ერთი კონკრეტული პრობლემა ვერ სახელდება. აქ ერთადერთი დამოკიდებულებაა - შენ აღარ ხარ ჩვენი გუნდის წევრი და რატომ უნდა იყო ხელმძღვანელი? ასეთი დამოკიდებულებთ ქვეყანას ვავნებთ, ასეთი დამოკიდებულებით შორს ვერ წავალთ. არჩევნებში ხელისუფლება ყველაზე მეტად ვისაც ერჩის, მას აძლიერებს, მაგრამ ეს სწორი გზიდან გადახვევაა. მე არ მინდა სწორი გზიდან გადახვეულ საქართველოში ვიცხოვრო და არჩევნებში წარმატებას მივაღწიო. მინდა, მეც და სხვასაცწარმატება სწორ გზაზე მიმავალ ქვეყანაში გვქონდეს“, - განაცხადა უსუფაშვილმ. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" 1 ივლისს დააყენა. თუმცა, ინგა მაღრაძე „ოცნებამ“ თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)