|
2016-08-05 14:57:42, 874 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, წითელი ხაზები ყველამ გადავლახეთ
მგონია, რომ წითელი ხაზები ყველამ გადავლახეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მანამ, სანამ სექტემბერში 4 ახალი, სათანადო უნარ ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე მოსამართლე არ დაინიშნება, სერიოზული პოზიტიური ცვლილებების რესურსს ვერ ხედავს. „საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებში, მგონია, რომ წითელი ხაზები ყველამ გადავლახეთ. აქ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ - ვითვლი დღეებს სექტემბრამდე, როდესაც სასამართლოში 4 მოსამართლე ამთავრებს თავის ვადას და დაინიშნება 4 ახალი მოსამართლე - ორი პრეზიდენტის მიერ, ერთი უზენაესი სასამართლოსა და ერთიც პარლამენტის მიერ. თუ ჩვენ შევძლებთ და არა მხოლოდ კარგ იურისტებს, არამედ პრინციპულ და ასეთ ვითარებაში სასამართლოს ინსტიტუტის ჩიხიდან გამოყვანის შემძლე ადამიანებს, მაშინ გამოსწორდება საქმე. მე აუცილებლად უახლოეს დღეებში მექნება კონსულტაციები სათანადო პირებთან იმისთვის რომ პარლამენტს სათანადო უნარ ჩვევებისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანი შევთავაზო. სამწუხაროდ, მანამდე მე ვერ ვხედავ რაიმე სერიოზული პოზიტიური ცვლილების რესურს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)