|
2016-08-05 13:35:08, 720 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ტომას ბახის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, რომელიც 31-ე ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიღების ფარგლებში,გიორგი მარგველაშვილი კანადის გენერალურ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დევიდ ჯონსტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. გიორგი მარგველაშვილმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკვე გაწეული დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, ქართულ-კანადური სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და კანადური მხარე გაზრდის საკუთარ როლს საქართველოს შეიარაღებული ძალების NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში. რეგიონული გამოწვევების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, უსაფრთხოების და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების გარდა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასაც.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)