|
2016-08-05 12:41:25, 1296 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 726 განაცხადია წარდგენილი
სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 726 განაცხადია წარდგენილი. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 580 განაცხადი ინოვაციების, ხოლო 146 მაღალტექნოლოგიურ კომპონენტშია შესული. საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ, პირისპირ წარდგნენ ექსპერტების წინაშე და თავიანთი ტექნოლოგიური ბიზნესიდეა გააცნონ. განაცხადები შესულია შემდეგი დარგებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, ბიო ტექნოლოგიები, და ელექტრონული სწავლება. გამარჯვებული პროექტების სია სექტემბერში გამოცხადდება. რაც შეეხება დაფინანსებას, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)