|
2016-08-05 11:56:36, 620 ნახვა
საზოგადოება
400-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს მიიღებს
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში, შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეების პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში შესყიდული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და უახლოეს მომავალში საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება. უწყების ინფორმაციით, შმიდტის ქუჩაზე კი დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მენაშენეებისგან, კონკურსის საფუძველზე, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ჯამში 263 ბინა შეისყიდა. მენაშენეების პროექტის პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც 2016 წლის ბოლომდე ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. სოზარ სუბარმა შერვაშიძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)