16:34 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 01:00:29, 639 ნახვა

სპეციალური ანონსი
5 აგვისტოს სპეციალური ანონსი

5 აგვისტოს, 10:00 საათზე, ალგეთის ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები მიულოცავენ. 
მის: ეროვნული სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ბაზა ალგეთი (გარდაბნის რაიონი)

5 აგვისტოს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში “ კონფერენცია - საქართველოს ენერგეტიკული სექტორი - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები გაიმართება. 

5 აგვისტოს, 10:30 საათზე, ოქროყანაში, ტექნოპარკში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამა „Startup საქართველოს“ ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.

5 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის ტრენინგს გამართავს. ტრენინგს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის.
მის:. 26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“
5 აგვისტოს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს", პარტია "გირჩისა" და პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მის:ლისის ტბა. ლისი ლაუნჯი
მედია ადგილზე უნდა იყოს 11:30 საათზე. 
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551662525
 

5 აგვისტოს, 13:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან გაიმართება გაერთიანებული ოპოზიციის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან გუნავას და მუხაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობის ერთობლივი საპროტესტო აქცია საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით. 
ტელ: 595 05 39 99 / 597 35 22 88

5 აგვისტოს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში წარუდგენს.

მის: თელავი, ჩოლოყაშვილის ქუჩა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics