|
2016-08-04 16:01:03, 701 ნახვა
საზოგადოება
ლეჩხუმისა და სვანეთის მაღალმთიან სოფლებში სხვადასხვა კულტურის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის უფროსთან, ზაურ ჩანქსელიანთან ერთად ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში არსებული ჯიშთა გამოცდის და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღნიშნულ სოფლებში ერთწლოვანი კულტურების (ქერი, სიმინდი, სოია, კარტოფილი და სხვ) ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ჯიშებზე სტაციონალურ ცდებს ატარებს. ქერის კულტურა სვანეთში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ სვანეთში ქერი მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება სიმინდის ადგილობრივი ჯიშიც, ე.წ. „შვიდკვირიანი“, რომელიც სვანეთის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში მარცვლის მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა. სვანეთის მაღალმთიანი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია კარტოფილის კულტურის მოყვანაც. სწორედ ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყვის ბაზაზე, ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით მიმდინარეობს ორი ადგილობრივი და ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის ჯიშის შესწავლა. ნიადაგის შესწავლის მიზნით, კომპლექსურ სამუშაოებს აწარმოებს ამავე ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური. მიმდინარე წლის შემოდგომიდან ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, არსებულ საცდელ ნაკვეთებზე იგეგმება რეგიონისათვის ადაპტირებული მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გაშენება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)