04:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 15:24:00, 900 ნახვა

საზოგადოება
Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმში „ფოლკლორის დღეები“ გრძელდება

Check in Georgia-  ფარგლებში  ზღვისპირა ქალაქი ფოლკლორის დღეებსმასპინძლობს. ბათუმის ბულვარში, დღეს, 4 აგვისტოს,  19:00 საათზე კოლონადებთან მაყურებლის წინაშე  თბილისის ქალთა ფოლკლორული ანსამბლინანინა  და  ხულოს უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლიბერმუხაწარსდგებიან.

ანსამბლი „ნანინა“ ზღვისპირა ქალაქში ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებს, მათ შორის იმ სიმღერებსაც, რომელთაც ქალთა ტრადიციულ ყოფაში მკაცრად მხოლოდ ქალები ასრულებდნენ; მათ შორის - თითქმის მივიწყებულ ვარიანტებს, რომელთაც ანსამბლმა ახალი სიცოცხლე მიანიჭა. ანსამბლი „ბერმუხა“ კი მოსულ სტუმრებს ქორაოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ „ბერმუხა“ ჯგუფს წევრების ასაკის გამო დაერქვა. უხუცესთა ანსამბლის უმთავრესი მიზანი მშობლიური კუთხის საცეკვაო ფოლკლორის შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემაა. მათ მიერ გამართულ საღამოს, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც დაესწრებიან. კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით  იმართება.

უნიკალური ქართული ფოლკლორი  უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი  პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. Check in Georgia-  ფარგლებში ანსამბლინანინა“  სოლოკონცერტს გამართავს. ჩვენი  სურვილია კიდევ ერთხელ  ამ ლამაზ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს ვაჩვენოთ ქართული ხალხური შემოქმედება,“ - მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.

აგვისტოს პირველმა კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ფოლკლორის დღეების ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგა ქალაქ რუსთავის ანსამბლები: "თუთარჩელა" და "მე რუსთველი". 2 აგვისტოს, თბილისური ანსამბლი "ერთობა" ეწვია ბათუმს და ფოლკლორის დღეების ფარგლებში გამართა სოლო კონცერტი. ბულვარში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ქონდა მოესმინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერა. გუშინ კი,  მაყურებელთა წინაშე წარდგა ზემო აჭარის ანსამბლები. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხიხანი" და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფოლკლორული ანსამბლი "მოყვარე".

მნიშვნელოვანია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ  სახელმწიფო, მუნიციპალური  და  თბილისის ანსამბლები,  რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ფოლკლორის დღეები"  "ჰითბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს Check in Georgia- ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა.  "ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან,  ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი "ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ Check in Georgia- ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, “ფოლკლორის დღეებსსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.

„ფოლკლორის დღეებზე“ ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი",ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი“ და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ.

საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცააჰით ბათუმი 2016“  როგორც შარშან, წელსაც სწორედფოლკლორის დღეებითდაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმაერისიონმაგახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას  73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016“  ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.  

ქორეოგრაფიული ანსამბლი ბერმუხა“  1982 წელს დაბა ხულოში დაარსდა, სახელი წევრების ასაკის გამო შეერქვა. ხელმძღვანელი ირაკლი მარკოიძეა, პროფესიით ქორეოგრაფი. რეპერტუარში აჭარული ცეკვებია. შესრულება- ტრადიციულიცეკვის მუსიკალური თანხლება საკრავებია: დოლ-გარმონი, ჭიბონი,ფანდურიმთავარი მიზანი მშობლიური კუთხის საცეკვაო ფოლკლორის შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემაა. მონაწილეობდა    ფესტივალებსა და კონკურსებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.

ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინა" 2003 წელს ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტი თეა კასაბურია. "ნანინას" წევრების უმეტესობა სტუდენტობიდან მეგობრობდნენ, მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და თავიანთ ჩაწერილ სიმღერებსაც ასრულებდნენ. პროფესიით თითქმის ყველა ეთნომუსიკოლოგია - სამუსიკო სკოლებსა და სტუდიებში ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, გალობენ ტაძრებში. "ნანინას" წევრები პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო მუშაობასაც ეწევიან, მონაწილეობენ სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებშიქალთა ფოლკლორული ანსამბლი "ნანინა" მსმენელთა წინაშე პირველად 2004 წელს თბილისში, "ქუჩის ფესტივალზე" წარსდგა. ამას მოჰყვა მრავალი კონცერტი და საქველმოქმედო საღამო.

  სტუდენტობიდანვე "ნანინას" წევრებისათვის მისაბაძი ანსამბლები "მთიებიდა "მზეთამზეიყო. რეპერტუარის შერჩევისას, შესრულების ფორმასა და მანერაზე მუშაობისას, მუდამ ცდილობენ, მათ მიერ დამკვიდრებული ხალხური სიმღერის შესრულების სასცენო პრინციპები დაიცვან და გაითავისონ. ანსამბლის მთავარი მიზანია ხალხური საშემსრულებლო მანერისა და ფორმის (ანტიფონურობა, წამყვან ხმებში თითო სოლისტის გამორჩევა, საფერხულო და საცეკვაო სიმღერების ქმედებით შესრულება და სხვა) დაცვა. "ნანინასწევრები უკრავენ ხალხურ საკრავებზეც (ფანდური, ჩონგური, ჩანგი, ჭუნირი, გარმონი, დაირა). 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics