|
2016-08-04 15:22:35, 673 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ,მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ თქვენი იუბილე. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის, კეთილდღეობისა და მნიშვნელოვანი განვითარების მოწმე გახდა. მოხარული ვარ, რომ დღესდღეისობით, ჩვენ ვხედავთ ძლიერ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო არენაზე მართებული ადგილი უკავია. ვითვალისწინებ რა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა, და საქართველოს ევროპული და ეროატლანტიკური მისწრაფების თვალსაზრისით გამოხატული მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენი ბედნიერების, ჯანმრთელობისა და თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატებისათვის, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)