05:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 15:09:16, 682 ნახვა

რეგიონი
ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ახალი სერვისები ამოქმედდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტორებს ცენტრებში ადგილობრივი წარმოების ტურისტული პროდუქტებისა და სუვენირების, მათ შორის ქედაში წარმოებული მურაბების, სიგარის, მარადიდის, პეტრას ჩაის, ბოტანიკური ბაღის თაფლისა და მაჭახელას თოფის სუვენირების შეძენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სტუმრებს განახლებულ რუკებსა და გზამკვლევებთან ერთად ქალაქის ტრანსპორტის რუკასაც სთავაზობს, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებას გაუმარტივებს.

მათივე ინფორმაციით,  ფასდაკლებების ბარათი განახლდა  „Batumi Card” -იც, რომელშიც 40-მდე ტურისტულ ობიექტზე 10%-დან 33%-მდე ფასდაკლებებია შეყვანილი.

შემდეგი კვირიდან კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტებს მაჭახელას ტურისტული პაკეტს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრებიდან კვირაში ერთხელ დაინიშნება სპეციალური ტური მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მაჭახელას ხეობის პოპულარიზაციას. ტურის რელიაზაციაში ჩართვა სპეციალური პირობებით ტურისტულ სააგენტოებსაც შეეძლებათ.

საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110 % -ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, რაც 17 221 ადამიანს გულისხმობს.

ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ.

ისინი ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებით ინტერესდებიან.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა ტურების შეძენაც შეუძლიათ. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics