05:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 13:03:20, 908 ნახვა

რეგიონი
თელავში ვალერი კვარაცხელიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

„ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩის“ წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრება გააპროტესტეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა, მათ კვერცხები ესროლეს, მხარეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

მისივე თქმით, პროტესტის მიზნით შეკრებილებს პუტინის გამოსახულებიანი მაისურები აცვიათ და  უცენზურო სიტყვები აწერიათ.

 „თელავში ერეკლე მეორის სასახლესთან პროვოკატორები ჩვენი მისამართით ისვრიან კვერცხებს, ამას პროტესტი არ ჰქვია. ისინი ჩარჩნენ წარსულში, საცოდავი გადმოგდებული გროშებისა და ცენტების ფასად აკეთებენ ამ სისულელეებს. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვიწყობენ პროვოკაციას, სინამდვილეში პროვოკაციას უწყობენ საქართელოს. ვისაც არ შეეშინდა ახლა იკრიბება ერეკლეს ძეგლთან და პატივს მიაგებს ისტორიაულ პიროვნებასა და უდიდეს მეფეს,  რომლის გონივრულმა და შორსმჭვრეტელმა გადაწყვეტილებამ საქართველო ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

ცნობისთვის , დაგეგმილი ღონისძიების გამო, გუშინ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ, წერილობით  მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით,  სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

„კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე,  უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები.  კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics