04:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 14:40:48, 747 ნახვა

საზოგადოება
მეფუტკრე კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში  რეგისტრაციის მესამე ეტაპის  შედეგად  43 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  3019 სკა, 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  10 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი) და თითოეულს  ჯამურად 2200 ლიტრის  მოცულობის თაფლის შესანახი ავზები გადაეცემა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის შედეგად  131 სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივს უკვე გადაეცა 11 197  სკა,  19 კოოპერატივმა მიიღო  19 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), უახლოეს პერიოდში მათ ასევე გადაეცემათ ჯამურად 41, 800 ლიტრის მოცულობის  თაფლის შესანახი ჭურჭელი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით,  როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე , რაც ხელს უწყობს  მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.  დღეის მდგომარეობით აღრიცხულია, როგორც სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში გადაცემული,  ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკუთრებაში არსებული 27 287 სკა.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე  იღებს  ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის  №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია  თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე  (www.acda.gov.ge) დისტანციურად შეეძლოთ.

 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში  არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი.1 ერთეული  12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) და  2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები, ხოლო  იმ მონაწილეს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები  კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით. პროგრამაში მონაწილეს შეეძლო  მოეთხოვა ნებისმიერი მისთვის  სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

მონაწილე ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები 2018 წლის 1 იანვრამდე.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics