2016-08-03 11:15:28, 770 ნახვა
საზოგადოება
მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან, სამტრედიის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე 20-მდე მაშველი, ასევე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები მუშაობდნენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცხადერი წყლიდან უკვე ამოყვანილია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან