|
2016-08-02 18:04:44, 892 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს იფნორმაციით, ივლისში საქართველოში 764 022 ვიზიტი განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2016 წლის ივლისის თვე 764 022 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3,5 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 1 401 914 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,5%); ბ) ტრანზიტი - 672 317 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%); გ) სხვა - 1 326 104 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,3%). 2016 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+4,4%), სომხეთიდან (-7,4%), თურქეთიდან (-7,9%), რუსეთიდან (-2,7%) და უკრაინიდან (+18,4%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 25%, 16%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (69%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 33%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა. აქვე მივუთითებთ, რომ საერთო ვიზიტორების დაბალი პროცენტით მატება განპირობებულია სსკგ „ყაზბეგი“-ს დროებითი შეფერხებით.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)