|
2016-08-02 13:12:40, 550 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ექიმებმა გადამზადების კურსი გაიარეს
აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში, 19-29 ივლისს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის 3 მედიკოსი სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნებულ ექიმებს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილეები და აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ და ვიზტის დეტალები განიხილეს. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალის გადამზადებაა. ამ მიზნით ვახორციელებთ პროექტებს როგორც ადგილზე, ასევე უცხეთში. აჭარის მთავრობის პოლონეთთან თანამშრომლობა გარკვეულ პერიოდს მოიცავს და ჩვენ გვყავს უკვე არაერთი გადამზადებული ექიმი და მედდა. ონკოლოგიური საავადმყოფოს მედიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე შეთანხმება წელს შედგა, მასში აქტიურად იყო ჩართული აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. ექიმებმა გაიარეს ორ კვირიანი კურსი, გაეცნენ თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს, პაციენტთა მკურნალობის ახალ მეთოდებს და ისინი მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ“, - აღნიშნა მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ. ონკოლოგმა და ქიმიოთერაპევტმა ხათუნა შოთაძემ, კლინიკურმა ონკოლოგმა ქეთი ასანიძემ და მთავარმა ექთანმა გულო აბაშიძემ გადამზადების სპეციალიზებული კურსი სილეზიაში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში გაიარეს. 2016 წლის 16 აგვისტოს, პოლონეთში, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კიდევ 2 მედიკოსი გაემგზავრება. ისინი კვალიფიკაციას ამავე კლინიკის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აიმაღლებენ. სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის ზაფხულში, კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ქ-ნი ოლა გიბელისა და მისი მეუღლის ვიზიტი ქ. ბათუმში. აღნიშნული პროექტების განხორციელების საკითხზე შეთანხმება სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან 2016 წლის აპრილში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის ვიზიტის დროს შედგა. სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ. გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)