22:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 17:19:56, 619 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: ლევან იზორია არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა ენდოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, იზორია საკმაოდ წარმატებული მინისტრი იქნება.

„ლევან იზორიაზე დადებითის გარდა ვერაფერს ვიტყვი. ლევანი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. იზორია საკმაოდ თავდაჯერებული და პატრიოტი ადამიანია. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა ენდობოდეს ამ მნიშვნელოვან დარგს აბარებდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იზორია წარმატებული მინისტრი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება.

ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics