02:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 12:51:11, 780 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ

„ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილება, არსებული კანონი მოითხოვს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემულ იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ და რიგ შემთხვევაში ეს წესი დაცული არ არის“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციებისა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების სემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა,  ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული  საქმიანობის გაგრძელებას თუ კანონს დაარღვევენ. ამასთან,  მინისტრის განცხადებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას და მათ შორის ისეთი მედიკამენტების რომლებიც ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფშია შეტანილი.

„ასეთი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა არაფრით არ შეიძლება, ეს არის საფრთხე მოსახლეობისათვის. გამოიკვეთა აფთიაქები, რომლებსაც არ სურთ კანონის დაცვა, შესაბამისად, ჩვენ მოვამზადეთ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და  მთავრობის უახლოესსხდომაზე ეს რეგულაცია იქნება განხილვის საგანი.  ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილება , არსებული კანონი მოითხოვს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემულ იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ, რიგ შემთხვევებში ეს წესი დაცულია არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისამ ზემოქმედების სხვა მექანიზმი აარ გაქვს. აღნიშნული ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და თუ კანონს დაარღვევენ  ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას“, - განაცხადა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics