02:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-31 13:51:44, 836 ნახვა

საზოგადოება
შემოდგომაზე თბილისში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

ნაძალადევის რაიონში (მიტინგის ქუჩა #1) ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს  შიდა სივრცის რემონტი  და ეზოს კეთილმოწყობა. საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო პროცესი თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

მათივე ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით  უზრუნველყოფას  შეძლებს,დასაქმდება 65-მდე ადამიანი.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

„სრულდება კიდევ ერთი  საბავშვო ბაღის  მშენებლობა. როგორც ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას დავპირდით, ახალი სასწავლო წლისთვის ამ ბაღს გავხსნით და 400-მდე აღსაზრდელს მივიღებთ.  

ადგილობრივებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით მოგვარდება ათეულობით წლების განმავლობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა.

აღსანიშნავია, რომ აშენდა ახალი შენობა, ბაღს ექნება კეთილმოწყობილი ეზო და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. ჩვენს პატარებს ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის ტერიტორიაზე აშენდა.  არსებული შენობა 2011 წელს, მძიმედ ავარიულობის გამო, დაიხურა.

ახალი ბაღის მშენებლობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 1 063 170 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, შემოდგომაზე  თბილისში კიდევ 2 ახალი ბაღი გაიხსნება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics