|
2016-07-31 12:29:20, 1333 ნახვა
სხვადასხვა
ხვალიდან „მეტრო სითის“ მუშების საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება
„ამ ეტაპზე არაფერი არ შეცვლილა და ჩვენი მოთხოვნები არავის გაუთვალისწინებია“,-ამის შესახებ კომპანია „მეტრო სითის“ ერთ-ერთმა მუშამ, აქციის ორგანიზატორმა ავთო აბრამიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განცხადებით, ისინი აქციას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ კომპანიის ხელმძღვანელები მათ პირობებს არ დააკმაყოფილებენ. „ამ ეტაპზე არაფერი არ შეცვლილა. ჩვენი მოთხოვნები არავის არ გაუთვალისწინებია. წესით კვირა დღე დასვენების დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვეულებრივი სამუსაო დღეა. სამუშაო დღე იწყება დილის 8:00 საათზე და საღამის 19:00 საათზე მთავრდება. ჯერჯერობით მხოლოდ კონდინციონერი დაგვიდგეს. ხვალ დილით ისევ ვაპირებთ შეკრებას და გაფიცვას. მოგეხსენებათ, სამსახურიდან გამათავისუფლების იმიტომ, რომ ორგანიზატორი ვიყავი. არ დავიშლებით და არ შევწყვეტთ გაპროტესტებას, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ“,-განაცხადა აბრამიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში, რამოდენიმე დღის წინ "მეტრო სითის" 500-მდე მუშა გაიფიცა. ისინი, კომპანიაში პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მუშა ხელის უფლებებს არღვევს და მათ გაუსაძლის პირობებში ამუშავებს. გაფიცულთა ნაწილს, მას შემდეგ რაც 1 თვის ხელფასები ჩაერიცხათ, მუშაობა გააგრძელეს, ნაწილი კი ამ დრომდე გაფიცულია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)