|
2016-07-30 17:33:48, 1062 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ტრეფიკინგის საფრთხეებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დაიბეჭდა. 2013 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. საქართველო სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ამ დღეს სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნავს, რაც ხაზს უსვამს ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობასა და სახელმწიფოსთვის ამ საკითხის პრიორიტეტულობას. თავის მხრივ, შს სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან წარმატებულ ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით აქტიურად განაგრძნობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)