21:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:43:23, 568 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე NDI-ის კვლევებზე: ადეკვატური კომენტარი რომ გავაკეთო, კაცი უნდა ვიყო და სასურველია კახელი

NDI-ის კვლევის შედეგებზე ადეკვატური კომენტარი რომ გავაკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია, კახელი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღევანდელი კვლევის შედეგები ისეთ კომენტარს იმსახურებენ, რომელსაც ის ვერ გააკეთებს. 

„პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და ისიც კახელი. რაც შეეხება სხვა შეფასებას - როგორც ჩანს, ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია - ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული საკმაოდ სერიოზული მონაცემები, რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ზოგს საერთოდ რუსეთთან უნდა მჭიდრო ურთიერთობა და ამ ფონზე ის განცხადებები, რაც.გაკეთდა, ის ციფრები, რაც დღეს გავრცელდა, როგორც მოგახსენებთ იმსახურებს იმ კომენტარს, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ“,-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, თავისთავად ის ფაქტი, რომ 57% არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ძალიან დიდი პროცენტია.

„აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ამ 57%-ში ძალიან ბევრია ჩვენი ამომრჩეველი. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ინტენსიური კამპანია დაწყებული არ გვაქვს. ერთი რამეც უნდა ითქვას - სამწუხაროდ, ჩვენ არ ვშუქდებით ისეთი ინტენსიურობით ტელევიზიების მხრიდან, პრაქტიკულად ჩვენთვის დახურულია მნიშვნელოვანი თოქ-შოუები, ეს გარკვეულწილად გვიშლის ხელს, მაგრამ ამას  ყველაფერს გადავლახავთ მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრებით, აქტიურობით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.    





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics