|
2016-07-29 14:18:03, 752 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური კვლევებზე: ჩვენ არჩევნებზე 10%-ზე ნაკლებს არ ავიღებთ
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გამოკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება. „ჩვენი პარტია კვლევებში ნახსენები რომ არ არის, ამაშია მთელი უბედურება. გამოკითხვა, თავისდაუნებურად, შეთანხმებულია და ეს შედეგები ხელს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს. მათ სურთ, მოსახლეობას ჩაუნერგონ, რომ თითქოს, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა არსებობს თავის სატელიტებით და ყველა, თითქოს, ნატო-ზე ორიენტირებულია და სხვა არც პოლიტიკური ძალა და არც სხვა გემოვნების ამომრჩეველი არ არსებობს. ჩვენ არჩევნებზე არანაკლებ 10%-ს ავიღებთ“, - აცხადებს მეჭიაური. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)