19:16 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 12:14:19, 720 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: „ქართული ოცნება“ სოციალურ კვლევებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს

„ქართული ოცნების“ წევრს ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, NDI „ოცნებას“ 2012 წელს 17%-ზე ნაკლებს უწერდა, „მაგრამ ყველამ იცის როგორ დასრულდა არჩევნები.“

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ქუცნაშვილა აღნიშნა მმართველი გუნდი სოციოლოგიურ კვლევას მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„ჩვენ ზოგადად ერთი პოზიცია გვიკავია, რომ მთავარი კვლევა, ეს არის ამომრჩევლის აზრის დაფიქსირება საარჩევნო კაბინაში. ჩვენ მხოლოდ საარჩევნო კაბინაშ ფარულად ამომრჩევლის ნების გამოვლენას ვენდობით. 2012 წელს NDI-ი 17%-ზე ნაკლებს გვიწერდა. სოციოლოგიურ კვლევებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა. კითხვაზე ხვხალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მხარს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭერდა. მეორე ადგილს რეიტინგში 13%- ით „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები
ფიფიამ და ფარცხალაძემ მოსკოვში ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი დააფუძნეს
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics